დავით ზალკანიანი: მობილიზებულია მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი

დავით ზალკანიანი: მობილიზებულია მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილედავით ზალკალიანიე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტის", ლეონიდ თიბილოვის განცხადებას ეხმიანება, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტი ბელორუსის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე საუბრობს.

როგორც ზალკალიანმა განმარტა, ამ მიმართულებით ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს და მსგავს პრეცედენტს არ დაუშვებს.

"არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ აზია, ევროპა, აფრიკის ქვეყნები. მობილიზებულია მთელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები ევროკავშირში, აშშ-ში და ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა იქნება აღკვეთილი", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.