ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" 26 მაისის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა აცნობეს, ცენტრალურ ქუჩაზე მანქანებს მოძრაობა უჭირთ. ასევე, დატბორილია ბულვარის ნაწილი. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია პუშკინის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ და ბათუმში შესასვლელთან, ე.წ. "ბენზეს" ტერიტორიაზე.

აჭარის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის მერაბ ნაკაშიძის თქმით, სამაშველო ჯგუფები ქალაქის მასშტაბით მოძრაობს და მიმართვის შემთხვევაში, მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.