ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს

ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი გია ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ დღეს განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითური დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს "არტესის" და "ეივენთ ჰოსპიტალ მენეჯმეტ გრუპის" დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე პასუხისგებაში მისცეს.

ნაცვლიშვილი ამ წუთებში ადვოკატთან ერთად დაკითხვაზე იმყოფება, ხოლო ზაზა კაპანაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, რადგან მას საქართველო დატოვებული აქვს.