"ბათუმი პლაზაში", სადაც სააკაშვილი ცხოვრობს, ლიფტის ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა

"ბათუმი პლაზაში", სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, ლიფტის ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ წუთებში, "ბათუმი პლაზას" შენობაში ტექნიკოსები ლიფტს ამოწმებენ.

შენობასთან იმყოფებიან პრეზიდენტის დაცვისა და პრესსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი "ბათუმი პლაზაში" არ იმყოფება.