რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ტელე-რადიო კომპანია “ბი-ბი-სი”-მ გამოაქვეყნა იმ თხუთმეტი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლის ჩამონათვალი, რომლებიც მომავალ წელს შეიძლება რომ ვარსკვლავებად იქცნენ.
ამ სიაში შესული მუსიკოსებიდან ხუთ საუკეთესოს სპეციალური ჟიური მიმდინარე თვის დასასრულს დაასახელებს. 2012 წლის იანვარში კი ყველაზე იმედისმომცემი შემსრულებლის ვინაობას გავიგებთ.
გასულ წელს ამ ერთგვარ კონკურსში მომღერალმა ჯესი ჯეიმ გაიმარჯვა. მიმდინარე წელს მან პირველი ალბომი “Who You Are” გამოუშვა. ეს ნამუშევარი დიდ ბრიტანეთში წლის ყველაზე წარმატებულ სადებიუტო სტუდიურ ჩანაწერად შეფასდა.
ჯესი ჯეიმ მასზე ერთი წლის წინ გაცემული იმედი სრულიად გაამართლა. საინტერესოა რა ბედი მოელის 2012 წლის ყველაზე პერსპექტიულად დასახელებულ მუსიკოსს.
მაგრამ დავუბრუნდეთ მიმდინარე წლის კონკურსს. იმედისმომცემთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება.
1. A & AP Rocky
2. Azelia Banks
3. Dot Rotten
4. Dry The River
5. Flux Pavilion
6. Frank Ocean
7. Friends
8. Jamie N Commons
9. Lianne La Havas
10. Michael Kiwanuka
11.Niki & The Dove
12. Ren Harvieu
13. Skrillex
14. Spector
15. Stooshe
ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ამ გამოკითხვაში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი Skrillex-ს გააჩნია.