ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი სერ პოლ მაკარტნი ამჟამად საგასტროლო ტურნეში იმყოფება.
გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით სერ პოლმა მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ლონდონის “O2”-ის დარბაზში მორიგი კონცერტი ჩაატარა.
ამ ღონისძიების დასასრულს მაკარტნიმ თაყვანისმცემლებს ერთგვარი სიურპრიზი მოუწყო. მოულოდნელად სცენაზე “The Rolling Stones”-ის გიტარისტი რონი ვუდი გამოჩნდა. ვუდმა და მაკარტნიმ პოპულარული კომპოზიცია “Get Back” შეასრულეს. ეს სიმღერა “The Beatles”-ის 1970 წელს გამოცემულ ალბომში “Let It Be” არის წარმოდგენილი.
გამოსვლის დასრულების შემდეგ რონი ვუდმა მაკარტნი სახალხოდ გადაკოცნა და სცენა სწრაფად დატოვა.
5 დეკემბრის კონცერტი მიმდინარე წელს ერთადერთი აღმოჩნდა რომელიც მაკარტნიმ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩაატარა.
საინტერესოა, რომ ამ ღონისძიებაზე მუსიკოსმა ბრიტანელებისათვის სამი კომპოზიცია პირველად შეასრულა. “The Night Before” და “The Word” 1965 წელს გამოცემულ ნამუშევარში “Help!” არის შესული. “Come And Get It” თავის დროზე ალბომისათვის “Abbey Road” ჩაიწერა, მაგრამ მოგვიანებით ამ ალბომში არ განთავსდა. მოგვიანებით ეს კომპოზიცია ჯგუფმა “Badfinger” შეასრულა.