სიეტლში ჯიმი ჰენდრიქსი გაიხსენეს

სიეტლში ჯიმი ჰენდრიქსი გაიხსენეს

ამერიკული მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ცნობით, მომავალ წელს ქალაქ სიეტლში ცნობილი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსის სახელობის პარკი გაშენდება.

 

ლეგენდარული მუსიკოსი ამ ქალაქის მკვიდრია. ის 1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა. პარკის გახსნა გიტარისტის დაბადების 70 წლისთავს ეძღვნება და ამ ნაბიჯით თანაქალაქელებს მისთვის პატივის მიგება სურთ.

 

პარკი სიეტლის ცენტრში განთავსდება და 10 კვადრატულ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული. იქ აგრეთვე მოეწყობა ღია საკონცერტო მოედანიც. პროექტს ამ მიზნისათვის სპეციალურად ჩამოყალიბებული ფონდი, აგრეთვე სიეტლის გამწვანებისა და განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

ჯიმი ჰენდრიქსმა პირველი სტუდიური ნამუშევარი “Are You Experienced” 1967 წელს ჩაწერა. სიცოცხლის განმავლობაში კიდევ სამი ალბომის გამოცემა მოასწრო. მუსიკოსის სიკვდილის შემდეგ მისი შემოქმედების მკვლევარებმა ჰენდრიქსის არქივი საგულდაგულოდ შეისწავლეს და ათი ალბომი გამოუშვეს.

 

ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონში გარდაიცვალა.