ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა თანამდებობა დატოვა. "ინტერპრესნიუსი" ქუთაისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა , სადაც განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ და დღის განმავლობაში ამ საკითხზე განცხადება გაკეთდება.
კოპალიანი რამდენიმე თვის წინ ამერიკიდან დაბრუნდა და ქუთაისის მერად დაინიშნა. ამჟამად კოპალიანი ქუთაისში არ იმყოფება.