"მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზას" ახალი დირექტორი ყავს. "მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორად ოლეგ ბიჭიაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით , ბიჭიაშვილი "საქართველოს რკინიგზაში" მუშაობდა.

ბიჭიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი წულაია შეცვალა, რომელიც დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ირაკლი წულაიას გათავისუფლების მიზეზებზე პრესსამსახურში ინფორმაცია არ აქვთ.

ბიჭიაშვილი დირექტორის პოსტზე მუშაობას ორშაბათიდან შეუდგა.