ისრაელი კონფლიქტის დარეგულირების გზაზე დრამატული გადაწყვეტილებებისთვისაც მზადაა

ისრაელი კონფლიქტის დარეგულირების გზაზე დრამატული გადაწყვეტილებებისთვისაც მზადაა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებისას ისრაელი მზად არის დრამატული გადაწყვეტილებებისთვის. ამის შესახებ პალესტინურ მხარესთან მოლაპარაკებებზე ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა ციპი ლივინმა განაცხადა.

მოლაპარაკებების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ლივინმა არ დააკონკრეტა თუ რა გადაწყვეტილებებს გულისხმობდა იგი.

ორივე მხარე წინასწარ შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების დეტალები საიდუმლოდ დარჩება. გასაიდუმლოებულია მოლაპარაკებების ადგილიც.

ციპი ლივინმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის კოალიციური მთავრობის კონსერვატორული ფრთა წინააღმდეგია პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის, რაც ართულებს მოლაპარაკებების მიდინარეობას.

შეგახსენებთ, რომ სამი წლის განმავლობაში შეწყვეტილი ისრაელი პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები აშშ-ის ინიციტივით აღსდგა.