“არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” იძულებითი მმართველი დაინიშნა

“არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” იძულებითი მმართველი დაინიშნა

რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სადაზღვევო კომპანია “არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” იძულებითი მმართველი დაინიშნა. ბრძანება ამ გადაწყვეტილების შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გამოსცა.

დროებითი მმართველი ვასილ ძირკველიშვილი იქნება, რომელიც საქმიანობას დაზღვევის შესახებ კანონის შესაბამისად განახორციელებს. დროებითმა მმართველმა უნდა უზრუნველყოს კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება. დროებითი მმართველის საქმიანობის ვადა ორი თვით მიმდინარე წლის ოქტომბრამდე განისაზღვრა.

ლაშა ნიკოლაძის ბრძანების გასაჩივრება არქიმედეს გლობალ ჯორჯიას საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეეძლება.

ცნობისთვის: არქიმედეს გლობალ ჯორჯია ბაზარზე 2007 წლიდანაა, კომპანია მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში საქმიანობს, 2010 წლიდან ის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობს, კომპანიას რეგიონებში რამდენიმე კლინიკის გახსნის ვალდებულება აქვს, თბილისში კი ნულიდან 5 წლამდე ბავშვების, სტუდენტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაზღვევას უზრუნველყოფს.