ჩემი მთავრობის დროს, პატიმარი ციხის ადმინისტრაციის დავალებით ვინმეს რომ მოეკლა, ხომ იქნებოდა აკლებული ყველაფერი

ჩემი მთავრობის დროს, პატიმარი ციხის ადმინისტრაციის დავალებით ვინმეს რომ მოეკლა, ხომ იქნებოდა აკლებული ყველაფერი

ჩემი მთავრობის დროს, პატიმარი ციხის ადმინისტრაციის დავალებით ვინმეს რომ მოეკლა, ხომ იქნებოდა აკლებული ყველაფერი, არ გამომაცხადებდით კაცობრიობის მტრად? - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, საპატიმროებში გახშირდა საეჭვო გარდაცვალების შემთხვევები. პრეზიდენტმა გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინცინდენტის შედეგად ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტიც გაიხსენა.

"დღეს ვნახე რამდენიმე პარლამენტარის რეაქცია ამ ნასამართლობის მოხსნაზე. ეს ის პარლამენტარები არიან, ვინც პედოფილებზე გადალახეს პრეზიდენტის ვეტო. რა ხმა ამოეღება ამ ხალხს, სწორედ ამის შემდეგ მოხდა რამდენიმე შემთხვევა. გუშინ ბათუმში გოგოს გამო ერთმა მოკლა მეორე, რამდენი წელია აღარ გამიგია, რომ გოგოს გულისთვის გაიმეტონ ერთმანეთი, ან ბიჭის გულისთვის რა მნიშვნელობა აქვს. რამდენი ხანია აღარ ყოფილა ხმაურიანი გარჩევები ბათუმში ბათუმელებსა და თბილისელებს შორის. როდის იყო ბოლოს ის, რაც ხდება საპატიმროებში, დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ? ლევან კორტავას შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ციხის ადმინისტრაციის დავალებით კანონიერმა მაყურებლებმა ცემით მოკლეს პატიმარი. ჩემი მთავრობის დროს, პატიმარი რომ ციხის ადმინისტრაციის დავალებით ვინმეს მოეკლა, ხომ იქნებოდა აკლებული ყველაფერი და არ გამომაცხადებდით კაცობრიობის მტრად? გამოცხადებული გყავდით. ამან სხვათა შორის ჩაიარა - დიდი ამბავი, მოკლეს, დაავალა ციხის დირექტორმა და ის უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ახალაიას საქმეზეა თურმე მთავარი მოწმე. მასობრივად დაიწყო საეჭვო გარდაცვალებები ციხეში, იმიტომ, რომ დაიწყო აზარტული თამაშები, რაც ნიშნავს, რომ ჩასატანია თავანი, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული იმართება ციხიდან. ისევ დაბრუნდა მაყურებლების სისტემა", - აცხადებს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამნისტია იყო ანტისახელმწიფოებრივი აქტი და მას ექნება გრძელვადიანი შედეგები. პრეზიდენტი მიიჩნევსმ რომ დანაშაულის მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა, რომელსაც მისი მთავრობა ახორციელებდა, გამართლებული იყო.

"სისსხლის სამართლის პოლიტიკა საქართველოში იყო ძალიან მკაცრი, იმიტომ, რომ საქართველოში იყო ძალიან კრიმინალიზებული მდგომარეობა, ვთქვათ სიმართლე, ჩვენ არ ვიყავით შვეცია და დანია, როცა ჩავიბარეთ საქართველო. საქართველოში დიდი უბედურება იყო, ამიტომ "ნულოვანი ტოლერანტობა" დანაშაულის მიმართ მაშინ გამართლებული იყო", - განაცხადა სააკაშვილმა.