მიხეილ სააკაშვილი ღვინისა და მევენახეობის სასწავლო ცენტრის გახსნას აპირებს

მიხეილ სააკაშვილი ღვინისა და მევენახეობის სასწავლო ცენტრის გახსნას აპირებს

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ღვინისა და მევენახეობის სასწავლო ცენტრის გახსნას აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში უკვე დაფუძნებულია მეღვინეობის ასოციაციები, რომელიც მეწარმეებს დაეხმარება.

"მე მინდა პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ღვინის და მევენახეობის სასწავლო ცენტრი გავაკეთო კახეთში მეღვინეობის ასოციაციასთან ერთად, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონშია დაფუძნებული," – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალიან შეზღუდულია და მისი საქმიანობა დაკავშირებულია ხალხის მოსმენასთან და ხალხთან სიარულთან.

მისივე ინფორმაციით, იგი ასევე აპირებს პოლიტიკურ მეცნიერებასთან დაკავშირებული სასწავლო ცენტრის გაკეთებას.

"განათლება ერთ-ერთი სუსტი წერილია რაც ჩვენ გვაქვს. ვისურვებდი, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში არ დაეხურათ. ამას პიროვნულად მე ვერ გავაკეთებ, ეს მთავრობამ უნდა გააკეთოს. ასევე გავაგრძელებ პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის. ტობავარჩხილის ტბაზე რომ ვიყავი ვაღაცეებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ახირება. ასეთი ერთი-ორი რაღაც შეიძლება გავაკეთო, ეს არის ტურიზმის პოპულარიზაცია, რასაც ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვს ჩვენს ქვეყანაში. ბათუმში ყველაზე მეტი ტურისტია წელს ჩასული, ეს არის დამატებითი შემოსავლის წყაროები," – აღნიშნა პრეზიდენტმა.