ნინო ბურჯანაძე:  რუსეთთან სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება შემიძლია

ნინო ბურჯანაძე: რუსეთთან სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება შემიძლია

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე თელავის რაიონში შეხვედრებს მართავს. 

ნინო ბურჯანაძემ თელავის საარჩევნო შტაბი გახსნა და ამით კახეთში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მოგვიანებით კი, ბურჯანაძე თელავის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართა.

ბურჯანაძის განცხადებით, ის კარგად იცნობს კახელი გლეხების პრობლემებს და მხოლოდ მას შესწევს ძალა, რომ მათი შრომა დაფასდეს.

"რუსეთის ბაზარი ღიაა ქართული ღვინისთვის, მაგრამ არავინ იცის როდის დააწესებს რუსეთი ახალ ემბარგოს, რადგან ხელისუფლებას არ შესწევს ძალა დაარეგულიროს პროცესები. მიუხედავად ამისა, დამაბრალებენ თუ არა პრორუსულობას, შემიძლია რუსეთთან სტაბილური და ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარება. დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, ვინმემ პრორუსულობა არ დააბრალოს. მე არ მაინტერესებს, რადგან ჩვენზე ქართული ძალა არ არსებობს", – აცხადებს ბურჯანაძე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა თელავში წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი მოილოცა. ტაძრის წინამძღვარმა მეუფე რაჟდენმა მას წმინდა ნინოს ხატი გადასცა საჩუქრად.
ამ წუთებში ნინო ბურჯანაძე სოფელ წინანდლის მოსახლეობას ხვდება.