ნინო ბურჯანაძე პრემიერს მოუწოდებს, საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას და ტელევიზია მათ გადასცეს სამართავად

ნინო ბურჯანაძე პრემიერს მოუწოდებს, საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას და ტელევიზია მათ გადასცეს სამართავად

"დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე "მე-9 არხში" განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა . 

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს თელავში განუცხადა, ერთი მხრივ, გასაგებია პრემიერის არგუმენტაცია, რომ მას უხერხულობას უქმნის ტელევზიის ქონა, თუმცა მეორე მხრივ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ფლობს წვრილ და მსხვილ მედიასაშუალებებს, ფაქტიურად იხურება "მაესტროც" და ამ ფონზე მიზანშეწონილი არ არის არხის გაუქმება.

"მე ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც არ ეკუთვნის უფასო პოლიტიკური რეკლამა. "მე-9 არხის" გადაცემებში ვმონაწილეობდი და საზოგადოებას ვაწვდენდი ხმას წინასაარჩევნო პერიოდში. "მე-9 არხი" ობიექტურად აშუქებდა "დემოკრატიული მოძრაობის" საქმიანობას. მინდა მოვუწოდო პრემიერს, რომ თუ მას და მის ოჯახს არხის კუთვნილება რაიმე უხერხულობას უქმნის, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო და ტელევიზია მათ გადასცეს სამართავად," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.