პრეზიდენტი მარიამობის დღესასწაულისთვის პატიმრებს შეიწყალებს

პრეზიდენტი მარიამობის დღესასწაულისთვის პატიმრებს შეიწყალებს

პრეზიდენტი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისია სხდომას 23 აგვისტოს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომისია 23 აგვისტოს სხდომაზე 1 500 პატიმრის საქმეს განიხილავს, რის შემდეგაც შეწყალებული პატიმრები საპატიმროებს მარიამობის დღესასწაულისთვის დატოვებენ. 

ამასთან, ელენე თევდორაძემ პრეზიდენტის მხრიდან ნასამართლობის და პირობითი მსჯავრის მქონე პირების მიმართ შეწყალების აქტის შესახებაც ისაუბრა. როგორც თევდორაძემ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი ჰუმანური აქტია.

"ის რომ პრეზიდენტი მსგავსი აქტის გამოცემას აპირებდა, ჩემთვის ცნობილი იყო. ეს არის საკმაოდ ჰუმანური აქტი, იქიდან გამომდინარე, რომ შეწყალების კომისიას პირობითი მსჯავრდებულების საქმეების განხილვის შესაძლებობა არ ჰქონდა", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.