არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსში საქართველო 55-ე ადგილს იკავებს

არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსში საქართველო 55-ე ადგილს იკავებს

ამერიკულმა "ფონდი მშვიდობისთვის" არშემდგარი სახელმწიფოების 2013 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 55-ე ადგილს იკავებს. 

"ფონდი მშვიდობის" ყოველწლიურ ინდექსში წელს მსოფლიოს 178 ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორის ყველაზე არშემდგარად აფრიკის ქვეყნები – სომალი, კონგო, სუდანი და სამხრეთ სუდანი დასახელდნენ. ყველაზე შემდგარ სახელმწიფოებადე კი ფონდმა ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია და დანია დაასახელა.

"ფონდი მშვიდობის" ინდექსში მოხვედრილი ქვეყნების სტაბილურობას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკურ-სამხედრო მდგომარეობით განსაზღვრავს და 12 ინდიკატორით აფსებს. მათ შორის: დემოგრაფიული მდგომარეობა, ბუნებრივი სტიქია, დაავადებები, საზოგადოებრივი ფაქტორები, საკვებზე/წყალზე ხელმისაწვდომობა, დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა, შურისმაძიებელი ჯგუფები ან ისტორიული კონფლიქტი; ინტელექტურუალური რესურსის გადინება ან განათლებული კლასის დაკარგვა, კრიმინალიზაცია, საჯარო სამსახურების მზარდი გადაგვარება, სხვა ქვეყნების და გარე პოლიტიკური ძალების ინტერვენცია და სხვა.

ინდექსში არასტაბილურობის ხარისხი ოთხი ფერით განისაზღვრება: წითელი - კრიტიკული, ნარინჯისფერი - სახიფათო, ყვითელი – ზომიერი და მწვანე - სტაბილური. საქართველო ნარინჯისფერ ზოლში მოხვდა.

"ფონდ მშვიდობისთვის" არშემდგარი სახელმწიფოების 2012 წლის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზე იმყოფებოდა.