ტელეკომპანია

ტელეკომპანია "იბერია" შესაძლოა, "მე-9 არხის" მფლობელი გახდეს

ტელეკომპანია "იბერია" სიხშირეს იბრუნებს და, სხვა დაინტერესებული პირების გარდა, "მე-9" არხის ტექნიკურ ბაზას "იბერიას" მფლობელებსაც შესთავაზებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალურმა დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა განაცხადა. 

ელიაშვილის თქმით, დაინტერსება არსებობს ტელეკომპანია "მე-9 არხის" და "ინფო 9"-ის შეძენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მას ტელეფონით უკავშირდებიან, ასევე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერენ და ატყობინებენ არხის და "ინფო 9"-ის შეძენით დაინტერებული პირები.

ტელეკომპანია "იბერია" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ეკუთვნოდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "იბერიაში" სპეცრაზმი შევიდა, რის შემდეგაც ტელევიზია დაიხურა.