ლუბა ელიაშვილი:

ლუბა ელიაშვილი: "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა

ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ლუბა ელიაშვილის განცხადებით, "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა. 

აღნიშნული განცხადება ლუბა ელიაშვილმა ტელეკომპანია "მე-9 არხთან" რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი ინფორმაციით, "მე-9 არხის" შეძენის სურვილი არა ერთს პირს გაუჩნდა, ასევე შეძენის სურვილი აქვთ "ინფო-9"-ის, თუმცა "ინფო 9"-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ დაინტერსებულ პირებს.

ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.

როგორც ელიაშვილმა განაცხადა, გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ მას დღეს დასვენება სურდა, თუმცა, ვინაიდან გამოჩნდნენ ტელეკომპანია "მე-9 არხის" და "ინფო-9" - ის შეძენის მსურველები, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს. ელიაშვილის თქმით, პაკეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს თანამშრომელთა სამუშაოს შენარჩუნება.

როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, კომპანია "მე-9 არხზე" ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასიური და აქტიური აქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის.

გარდა ამისა, როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ტექნიკა თვითღირებულების 1/3 ფასად გაიყიდება. როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ის კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ დოკუმენტაციას, შეადგენს სპეციალურ პაკეტებს და ამის შემდეგ ის შეხვდება ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.