თეა თუთბერიძე: მერაბიშვილი, უგულავა და ბოკერია ბაჩო ახალაიას დაკავებას მისი გადადგომის ღამეს გეგმავდნენ

თეა თუთბერიძე: მერაბიშვილი, უგულავა და ბოკერია ბაჩო ახალაიას დაკავებას მისი გადადგომის ღამეს გეგმავდნენ

"თავისუფლების და დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცახდებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ -მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და თბილისის მერი გიგი უგულავა ბაჩო ახალაიას დაკავებას 2012 წლის სექტემბერში ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ, მისი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის ღამეს გეგმავდნენ.

ამის შესახებ თუთბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ "პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით მიზანმიმართულად ცდილობდა ბაჩო ახალაიას "მწამებლად" წარმოჩენას".

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ როცა ბაჩო შს მინისტრობიდან გადადგა, რასაც წინ უძღვოდა ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ქუჩებში ხალხის გამოსვლა, რომლებიც ახალაიას გადადგომას ითოხვდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ ბაჩო ახალაია ამ სისტემიდან 5 წლის წასული იყო. იმ ღამეს ბოკერია, მერაბიშვილი და უგულავა მის დაკავებას გეგმავდნენ. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ავრცელებდა ხმებს, რომ ელიტარული 7 სპეცრაზმელი ბაჩო ახალაიამ აწამა და სწორედ ამის საფუძველზე წაუყენა ახალაიას ბრალი ახალმა ხელისუფლებამ. ვანოს და მისი მოადგილის, ჯანაშვილის "გაჩალიჩებულია" ეს საქმე, ჯანაშვილის, რომელმაც ამ საკითხზე პროკურატურას ჩვენება მისცა. რეალურად, ეს "ნაწამები" სპეცრაზმელები, ე.წ. წამებიდან რამდენიმე დღეში ჯანაშვილის მიერ ჩარიცხული 10 000 - 10 000 დოლარებით საზღვარგარეთ წავიდნენ დასასვენებლად და იქ ამ "ნაწამებ" ხალხს, რომლებსაც "სხეულების ნაწილები დალეწილი ჰქონდათ", 200 კილოიანი ცოლებით ხელში აქვთ გადაღებული ფოტოები. არ ვიცი ახალაიას დაკავება "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნების წინ ციხის კადრების გავრცელებით მიყენებული დარტყმის შედეგად დავარდნილი რეიტინგის ასაწევად სჭირდებოდა თუ რისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მე მაქვს ეს ინფორმაცია. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია რადგან მე მაქვს, ბაჩო ახალაიასაც ექნება, თუმცა განსხვავებით ზოგიერთებისგან, ის კაცური კაცია და ამაზე ხმამაღლა არ ილაპარაკებს,"- განაცხადა თეა თუთბერიძემ

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე თურქეთში დათა ახალაიას შეხვდა და სამეგრელოში არსებულ ფარულ სამალავთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიპოვა, თუთბერიძე ახალაიების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ მორიდ ცრუ ინფორმაციას უწოდებს.

"ხელისუფლებას ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, მათ მიერ საზოგადოებისთვის მოყოლილი ზღაპრები იმის შესახებ, რომ ახალაიები მონსტრები, ჯალათები, კაციჭამიები და მკვლელები იყვნენ, რეალურად ვერ მტკიცდება. ახლა მათ დისკრედიტაციას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობე. ზოგია ამბობს, რომ ბაჩო ახალაიას საპროცესო გარიგებით გაათავისუფლებენ, როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანმა საპროცესო გარიგება გააფორმოს?! რაც შეეხება უშუალოდ სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ საცავს, ძნელი წარმოსადგენია გამდინარე წყლით გაჟღენთილ მიწაში ჩაფლული იმ ფორმის და მდგომარეობის კასრებში არსებული ვიდეოფირები უვნებლად შენახულიყო. ესეც მორიგი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო,"- აღნიშნა თუთბერიძემ.