"არასოდეს ვიქნები იმ ხელისუფლებაში, სადაც შესაძლებელია, ბაჩო ახალაია გამართლდეს"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ის არ იქნება იმ ხელისუფლებაში, სადაც შესაძლებელია, ბაჩო ახალაია გამართლდეს.

ამის შესახებ საგანელიძემ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალაია ერთ-ერთ მსუბუქ ეპიზოდში გამართალდა, არის ძალიან სერიოზული თემები, რის გამოც ის ციხიდან ვერ გამოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ახალაია გამართალდა ერთ-ერთ მსუბუქ ეპიზოდში, არის ძალიან სერიოზული თემები, რის გამოც ის ციხიდან ვერ გამოვა. სხვა შემთხვევაა ბრალის აღიარება და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რადგანაც ახალაიამ შესაძლოა, ისეთი მასალები დადოს და ისეთი ინფორმაციები მიაწოდოს გამოძიებას, რომ დადგეს საკითხი საპოცესო შეთანხმების," - აცხადებს საგანელიძე.