ჯეიმს აპატურაი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯეიმს აპატურაი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიესალმება ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიწვევას. ამის შესახებ აპატურაი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"მოხარული ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების ფართო სპექტრი მიიწვიოს. ეს არის ნათელი სიგნალი, რომელიც მიუთითებს მათ გადაწყვეტილებაზე, ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორსაც ნატო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა პროფესიონალურ დელეგაციას გააგზავნის", - ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურიას განცხადებაში.