ბოდბისხევში შვილიშვილმა 79 წლის ბებია მოკლა

ბოდბისხევში შვილიშვილმა 79 წლის ბებია მოკლა

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში შვილიშვილმა ბებია, 79 წლის მაისო კუსრაშვილი მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული გიგა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში, ბებიასთან სტუმრად მყოფმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა 18 აგვისტოს, ღამით, მეგობართან ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც ბრალდებულის ბებიამ, 1934 წელს დაბადებულმა მაისო კუსრაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღო. ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიგა ნ. სიღნაღში დააკავეს. დანაშაულის იარაღი, არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს სანადირო თოფის 2 მასრა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).