პატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში ლიტურგიას ასრულებს

პატრიარქი სამთავროს დედათა მონასტერში ლიტურგიას ასრულებს

ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ფერიცვალების სახელობის სამთავროს დედათა მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასრულებს. 

ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერიცვალების შესახებ არის საუბარი. მსახურების ბოლოს უწმინდესი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა სამი მოციქულის წმინდა პეტრესი, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. უფლას წმინდა მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც იესოს იერუსალიმში მისი ჯვარცმის შესახებ ესაუბრებოდნენ.