რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის უღელტეხილზე ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მაგდა პოპიაშვილმა განუცხადა, გვიან ღამით რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა და საცობი აღარ არის.

პოპიაშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილის დასავლეთ საქართველოს მონაკვეთზე საცობი უამინდობის გამო, ურეკიდან წამოსულმა მანქანებმა შექმნეს. კერძოდ, უღელტეხილზე ორი პატარა გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო. რამდენიმე ავტომობილის მძღოლი გუშინ გზის მარეგულირებელს არ დაემორჩილა, გზა ჩახერგა, რამაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობი წარმოშვა.