მიხეილ სააკაშვილი - ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით

მიხეილ სააკაშვილი - ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით

ჩვენ ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტის განათლების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საბოლოო დასრულება გათვალისწინებული იყო 2013 წლის გაზაფხულზე და პირველი სტუდენტები მას წელს სექტემბერში უნდა მიეღო.

"ეს იქნებოდა პირველი სრულფასოვანი ამერიკული უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო ამერიკის მთავრობის დაფინანსება, ქართული მხარის ინიციატივით, სხვა პროექტებზე გადამისამართდა, მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ შენობაში საერთოდ არ განთავსდება უნივერსიტეტი.
ამ ეტაპზე ჩვენ ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტის განათლების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის და არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი მარცხი იყოს", - წერს სააკაშვილი