კობა დავითაშვილი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას გეგმავს

კობა დავითაშვილი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას გეგმავს

უმრავლესობის შემადგენლობიდან გასული კობა დავითაშვილი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებას გეგმავს. როგორც დავითაშვილი განმარტავს, საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგები ფრაქციის შექმნაში შეუწყობს ხელს და მისი პოლიტიკური ძალისადმი მიზიდულობის ცენტრს გააჩენს.

დავითაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატებს მოიზრებს თანაფრაქციელებად, თუმცა სავარაუდოდ, ახალი ფრაქციის შექმნის რესურსს უმრავლესობაში ხედავს, რადგან აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ფრაქციის ჩამოყალიბების შემთხვევაში, ეს მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანება იქნება.