გიორგი გაბედავას სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გიორგი გაბედავას სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ გიორგი გაბედავას სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გაბედავა, სასამართლომ გუშინ საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარ ინციდენტში დამნაშავედ სცნო. გაბედავას 126-ე მუხლით, წვრილმან ხულიგნობაში ედებოდა ბრალი. 

როგორც გაბედავამ სასამართლო პროცესზე განმარტა, ის აღიარებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იგინებოდა ერთ-ერთი პირის მიმართ, რის გამოც ბოდიშს უხდის საზოგადოებას და არა ამ პირს.

გაბედავას ჯარიმის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა განესაზღვრა.