შსს-მ რესტორან

შსს-მ რესტორან "ლოფტში" მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ხუთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩხუბი მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლოფტში" წუხელ მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სროლაც მოჰყვა.