საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი "BULKELEY" შემოვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი "BULKELEY" შემოვა.

დახვედრის ცერემონია ბათუმის ნავსადგურში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო დაცვის ხელმძღვანელების შეხვედრა ხომალდის მეთაურებთან. ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები წვრთნების დაგეგმვის მიზნით შეხვედრას გამართავენ.

ამერიკელი სტუმრები ხვალ სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, ს/პ პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, ს/პ მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდებიან.

11 აგვისტოს აშშ-ის ხომალდი "BULKELEY" და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი კატარღა ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

12 აგვისტოს იგეგმება სპორტული ღონისძიებები. საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ-ის გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

13 აგვისტოს, ბათუმის ნავსადგურში, დაგეგმილია პერსონლის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ-ის ხომალდი "BULKELEY" საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.