ირმა ინაშვილი: გაიგეთ, ყველა ზღვარს გადააბიჯეთ

ირმა ინაშვილი: გაიგეთ, ყველა ზღვარს გადააბიჯეთ

ირმა ინაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ერთი მაინტერესებს, ზოგიერთი პოლიტიკოსი ყველა არხზე (ერთდროულად), ყველა თემაზე ( მათ შორის, რაც მას არანაირად არ ეხება) მგზნებარე კომენტარებს რომ აკეთებს, სოსო მანჯავიძე, ან 11 აგვისტოს აქციის სხვა ორგანიზატორები მიიწვია ვინმემ სადმე?!… კარგი, არჩევნები ისე გავიდა, მანჯავიძის გვარს არ ასახელებდნენ, ახლა?!… გეუბნებით, ამ მარაზმის შემოქმედებს და, პირველ რიგში, ყანდიაშვილებს: დამთავრდა თქვენი ხრიკებისა და ხაფანგების დრო. ცდებით, თუ დებილები გგონივართ. აავსეთ ჩემი ქრისტიანული მოთმინების ფიალა. იმიტომ კი არ ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა თქვენს შპს-დ ქცეულიყო… გაიგეთ, ყველა ზღვარს გადააბიჯეთ უკვე. ჰოდა, 12 აგვისტოდან მიყურეთ( თქვენი აზრით, არარეიტინგულ) ” ობიექტივზე”…