გარდაბნის გამგებლად “კუდის”ყოფილი აგენტი დაინიშნა

გარდაბნის გამგებლად “კუდის”ყოფილი აგენტი დაინიშნა

პარასკევს გარდაბნის რაიონის საკრებულომ ,გარდაბნის გამგებლის პოსტზე “კუდის”ყოფილი აგენტი ნუგზარ ჩადუნელი დანიშნა,ნუგზარ ჩადუნელი უშიშროების ყოფილი თანამშრომელია,რომელიც “ოდეერად”მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში.უშიშროების დაშლის შემდეგ ის დააქვეითეს და “ვარდების რევოლუციის”მერე “კუდის”ყოფილი უფროსის ვაჟა ლელუაშვილის დაქვემდებარებაში გადავიდა.

წინასაარჩევნოდ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ნუგზარ ჩადუნელი შეგზავნილი იყო “ქართული ოცნების”გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბში. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნუგზარ ჩადუნელის მონაწილეობით “კუდმა”სპეცოპერაცია დაგეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა მამუკა არეშიძისა და მისი შტაბის უფროსის გია გორგიაშვილის დაკავებას.მამუკა არეშიძე ისევ ყოფილმა თანამშრომლებმა გააფრთხილეს, ამიტომაც, სპეოპერაცია ჩაიშალა. ნუგზარ ჩადუნელი გარდაბნის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა,გამგებლის გელა ხუციშვილის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ,”ქართული ოცნების”რეგიონალური სამსახურის უფროსის ირაკლი მელაშვილის რეკომენდაციით გარდაბნის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა.

ხვალ 11 საათზე გარდაბნის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია და ახალი გამგებლისთვის კარის აჭედვა იგეგმება.