ბაჩო ახალაია ლევან კორტავას საქმეს ეხმაურება

ბაჩო ახალაია ლევან კორტავას საქმეს ეხმაურება

ბაჩო ახალაიას განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლები ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ. 

ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პატიმრობაში მყოფი მინისტრი ლევან კორტავას საქმეს ეხმაურება.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში მაყურებლები ციხის დირექტორის გარეშე არ არსებობენ. მაშინ, როდესაც სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მაყურებლებისა და ადმინისტრაციის დავალებით ლევან კორტავა მოკლეს, აღნიშნული ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე იყო. ერთადეთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეს ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული არის ის, რომ იგი არის ერთადერთი მოწმე ჩემს წინააღმდეგ ე.წ. ქურდების ანუ ბუნტის საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სინაურიძემ ბუნტის საქმეში პროკურატურის კარნახით არაერთხელ შეცვალა ჩვენება და სწორედ ეს გახდა გარანტი იმისა, რომ მის მიმართ არ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა", - აცხადებს ბაჩო ახალაია და

დასძენს, რომ "მაყურებლები ციხეებში დღეს ნამდვილად არის სისტემური პრობლემა, რაც მომავალში კვლავ გამოიწვევს არაერთ მძიმე შედეგს".