მუდმივმოქმედმა კომისიამ რამდენიმე პირს ნასამართლეობა მოუხსნა

მუდმივმოქმედმა კომისიამ რამდენიმე პირს ნასამართლეობა მოუხსნა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. 

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხდომამ პირობითი მსჯავრის ვადამდე გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის შესახებ პრობაციის ბიუროების 66 შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 12 პირს აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ" კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

შუამდგომლობების განხილვისას, კომისიამ პრიორიტეტი მიანიჭა ინდივიდუალური შეფასების შედეგად გამოვლენილი დაბალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულთა შუამდგომლობებს.
მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი გაუუქმა და ნასამართლეობა მოუხსნა 11 ქალს და 6 სოციალურად დაუცველს.

ამ ეტაპზე, მაღალი რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით, კომისიამ ვერ დააკმაყოფილა იმ პირთა განცხადებები, რომლებიც წარსულში არიან ნასამართლევნი და საპრობაციო რეჟიმი მრავალჯერ აქვთ დარღვეული.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.