თეა წულუკიანი:  ტრაქტორების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების სიმყარეს სასამართლო დაადგენს

თეა წულუკიანი: ტრაქტორების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების სიმყარეს სასამართლო დაადგენს

ტრაქტორების საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების სიმყარეს სასამართლო დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც პროკურატურა წინასწარი პატიმრობის აღკკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი ზომის აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, პროკურატურამ ამ თემაზე ბევრი იმუშავა.

"ისიც ვიცი, რომ ისეთმა სახელოვანმა და პროფესიონალმა ადვოკატმა, როგორიც სოსო ბარათაშვილია ასევე ბევრი იმუშავა ამ საქმეზე. ახლა ბოლო სიტყვა მოსამართლეზეა – დაადგინოს ადვოკატია მართალი, თუ პროკურორი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს წინასასამართლო სხდომა იმართება.