დავით კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ საუბარს ნააადრევად მიიჩნევს

დავით კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ საუბარს ნააადრევად მიიჩნევს

დავით კირვალიძე ჯერჯერობით არ საუბრობს, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას. 

ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა მინისტრის თანამდებობაზე მისი დაბრუნების საკითხი, დავით კირვალიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი წინასწარ არც იმაზე საუბრობს, დათანხმდება თუ არა პოსტზე დაბრუნების შეთავაზებას.

ამასთან, დავით კირვალიძე მიესალმება პროკურატურის ინიციატივას სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებისთვის აღმკვეთ ღონისძიების შეცვლის შესახებ.

როგორც სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინიტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ამ საკითხის სამართლიანად და სამართლებრივად დროულად დასრულებისკენ.

"მე ამის დიდი იმედი მაქვს და სასიამოვნოა, რომ ამ ინიციატივით ბრალდების მხარე გამოვიდა", - აღნიშნა დავით კირვალიძემ.