საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ემზარ გოგუაძემ განუცხადა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევას საბჭოს 9 წევრმა დაუჭირა მხარი. 

"არჩევნებს საბჭოს 10 წევრი ესწრებოდა, საიდანაც ცხრამ ჩემს სასარგებლოდ მისცა ხმა. კენჭისყრა ფარული იყო. საბჭოს სხდომა კი სამი წევრი არ ესწრებოდა. კანონის მიხედვით, საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევას 8 ხმაც ყოფნიდა", – აღნიშნა გოგუაძემ.

მისივე თქმით, ახალი კანონის მიღების შემდეგ სამეურვეო საბჭოს ბევრი მოვალეობები დაეკისრა.

"სამურვეო საბჭოზე ბევრი ფუნქციებია გადმოსული და ამიტომ დაძაბულ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. თუკი წარსულში სხდომები თვეში ერთხელ ან სამ კვირაში ერთხელ იმართებოდა, ახლა მოგვიწევს ყოველკვირეული ორშაბათის სხდომების ჩატარება," – აცხადებს ემზარ გოგუაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯომარეს ლევან გახელაძეს უფლებამოსილების ვადა 1 სექტემბერს ეწურება.