თეა წულუკიანი:   კანონიერი ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთად უნდა დარჩეს

თეა წულუკიანი: კანონიერი ქურდობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთად უნდა დარჩეს

კანონიერი ქურდობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს მსჯავრდებულთა ერთი ნაწილის მოთხოვნის კომენტირებისას განუცხადა, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსიდან 223-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოღება სურს. 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის გასაგებია და ძალიან წუხს იმაზე, რომ ზოგიერთი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ელოდა, თუმცა იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ კანონიერი ქურდობა და ქურდულ სამყაროსთან კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს.

"ვინც სასჯელს იხდიან კანონიერი ქურდობისთვის, ან ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის უნდა მოიხადონ ის სასჯელი, რომელიც მათ სასამართლომ მიუსაჯა. ეს ინსტიტუტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას საქართველოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.