უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მამას მიმართავს

უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მამას მიმართავს

"თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მამას მიმართავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გვიჩიანის ოჯახმა აცნობა, გია გვიჩიანი ნოდარ ლომინაძეს მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთოს საქმის ხელახალ განხილვაში.

"მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, დანიშნულია სასამართლო სხდომა, სადაც მოხდება ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის ხელახალი განხილვა. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მოწოდებისა დაზარალებულ ნოდარ ლომინაძეს სრულიად უსაფუძვლოდ, ბრმად სჯერა, ადეიშვილის პროკურატურის და კვლავ დარწმუნებულია ჩემს მიერ დანაშაულის ჩადენაში. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებ ნოდარ ლომინაძეს, გაეცნოს საქმის მასალებს, დაინტერესდეს თითოეული დეტალით და აქტიურად ჩაერთოს საქმის გადახედვის პროცესში. მე უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ. სააკაშვილის რეჟიმმა ცხოვრება დამინგრია. შურისძიერბას არ ვაპირებ, მაგრამ სასამართლოს გზით ყველას მოვთხოვ პასუხს, ცილისწამებაზე და ცრუ ჩვენებებზე", - ნათქვამია გვიჩიანის მიმართვაში.

"თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად გია გვიჩიანი დამნაშავედ სცნეს და 2006 წელს დააკავეს. გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა.

უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ სცნობს. იგი მის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს