რიჩარდ ნორლანდი დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზაფხულო ბანაკში გაცილებას დაესწრო

რიჩარდ ნორლანდი დიაბეტით დაავადებული ბავშვების საზაფხულო ბანაკში გაცილებას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატები ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყვარელში, საზაფხულო ბანკში გაცილებას დაესწრო. 

ღონისძიება სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა. ელჩის განცხადებით, ეს პროგრამა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს დაავადების მართვას ასწავლის.

"მნიშვნელოვანია, როდესაც არსებობს ასეთი პროგრამა, რომელიც გასწავლის როგორ უნდა მართო ეს დაავადება, რაც ძალიან კარგი საქმეა. ბავშვები გვაძლევენ მაგალითს, როგორ გავუმკლავდეთ უფროსები გამოწვევებს", - აღნიშნა ელჩმა.

როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექსთ ჯორჯიას" ვიცე-პრეზიდენტმა, გურამ ამირიძემ განაცხადა, პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება.

მისი თქმით, ტრენინგი ორი პროფესორის მიერ არის დამუშავებული. ის ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება და ემსახურება იმას, რომ ბავშვებმა თავისი თავის მოვლა ისწავლონ.

ტრენინგი ყვარელში, საპატრიარქოსთან არსებულ ნეკრესის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის საზაფხულო ბანაკში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი მიიღებს.