ოზურგეთში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

ოზურგეთში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

უამინდობამ გურიაში სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთში, სოფელ ჩოჩხათში მდინარე შუთიმ, ავტომანქანა გაიტაცა. ავტომანქანაში ორი ადამიანი იჯდა, მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალბატონი.

როგორც ლანჩხუთის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, წყლიდან ორივე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა და მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

ლანჩხუთის სამაშველო სამსახურის უფროსის კახა ჯინჭარაძის თქმით, მდინარიდან ავტომანქანის ამოყვანის სამსაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, თუმცა მანქანის გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან ლანჩხუთში ისევ წვიმს და წყლის დონე მატულობს.

ამასთან, ოზურგეთში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაიტბორა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის გამო 20 გამოძახება დაფიქსირდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთში 15 ოჯახში დაიტბორა. ამ დროისთვის სახლებიდან ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.