ბათუმში მკვლელობა მოხდა

ბათუმში მკვლელობა მოხდა

ბათუმში წუხელ გვიან, ღამით პიაცაზე მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის პროკურორმა ავთანდილ კილაძემ განუცხადა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1991 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცია მოკლული.

პროკურორის თქმით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული 1971 წელს დაბადებული პირია.

ამასთან, შს სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა მკვლელობიდან დაახლოებით 10 წუთში დააკავეს.