სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე მხარეების შუამდგომლობები განიხილება.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლაზე იშუამდგომლებს. დაცვის მხარე კი საკუთარ შუამდგომლობაზე წინასწარ არ საუბრობს.

სოფლის მეურნეობის ცხრა დაკავებული მაღალჩინოსნიდან შვიდი გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს, ორი კი ჯერ ისევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა დღევანდელ პროცესზე მათთვისაც გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ვინაიდან, როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, გამოძიება დასრულებულია და ბრალდებულთა მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების ან გამოძიებისთვის ხელშეშლის საფრთხე აღარ არსებობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიება შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.