მანანა კობახიძე საჩხერის მოსახლეობას შეხვდა

მანანა კობახიძე საჩხერის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, საჩხერის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მანანა კობახიძე მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რაიონში არსებულ სოციალურ მდგომარეობას, ჯანდაცვას, განათლებას და სოფლის მეურნეობის საკითხებს. 

დეპუტატის განცხადებით, საჩხერეში მძიმე სოციალური ფონია, განსაკუთრებით კი ეს ოკუპირებულ სოფლებს ეხება.

მანანა კობახიძე სოციალურ სამსახურებს მოუწოდებს, ოკუპირებულ სოფლებში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა სოციალური დახმარება მიიღოს, რადგან მოსახლეობა თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენს.

"ოკუპაციის გამო მათ დაკარგეს საძოვრები. მძიმე პირობებში მყოფი ოჯახები ამაგრებენ საზღვარს. ამიტომ, მათ განსაკუთრებულად უნდა დავუდგეთ მხარში და რითაც შევძლებთ, დავეხმაროთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის ინფორმაციით, მანანა კობახიძე მათ პრობლემებს ხშირად ისმენს და შეძლებისდაგვარად რეაგირებასაც ახდენს.