აშშ-მ ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე

აშშ-მ ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ცოტა რამ თუ იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე, გაეღვივებინა კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ "ორმაგი პოზიცია" დაიჭირა. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Todey–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კონფლიქტში აშშ-მ "ორმაგი პოზიცია" დაიკავა, რაც სავარაუდოდ, დიდი იმედგაცრუება იყო საქართველოში "ზოგიერთი ჭკუის კოლოფისთვის".

მედვედევის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ რუსეთთან კონფლიქტი არ შეიძლება.

"იქ იყვნენ ცხელი თავები, ჩვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ ვფიქრობ, იყო ცივი განხილვები, რომ ამას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყოლოდა. ეს კი არავის არ სჭირდება", -განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონფლიქტის შედეგად რუსეთმა მოახერხა, არ მოსვლოდა უკმაყოფილება მთელ სამყაროსთან, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის უკიდურესად არამომგებიანი იქნებოდა.

"რუსეთს რომ არაპროპორციული ძალა გამოეყენებინა, ან პირიქით, საერთოდ არ გამოეყენებინა, ყველაფერი შესაძლოა, სხვანაირად ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების და სამშვიდოებოების წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა, 5 დღეში აღვკვეთეთ ეს კონფლიქტი. მკაცრად, მაგრამ, ჩემი აზრით, სამართლიანად"-განაცხადა მედვედევმა.