რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები

რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები "აგვისტოში მომხდარი ფაქტის აღიარების" შემდეგ აღადგინოს

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს იმ პირობით, თუ საქართველო 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა. 

"მე შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ მის აღსადგენად გარკვეული პირობების შემთხვევაში. ეს მარტივია - აღიარება იმ ფაქტის, რაც მოხდა. შესაძლოა ეს პროცესი წავიდეს აკურატული, რთული გზით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. ამით ბოლო წლებში ყველაზე სამწუხარო ფურცელი ჩვენ ურთიერთობებში გადაიშლება და წავა მიხეილ სააკაშვილის და რამდენიმე პირის პოლიტიკური არენიდან გაქრობასთან ერთად",- განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის პრემიერის განცხადებით, დღეს უკვე სხვა ვითარებაა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას გაცილებით პრაგმატული პოზიცია უჭირავს. "ჩვენ ამას მივესალმებით", - განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება.