ლევან კორტავას საქმეზე შესაძლოა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

ლევან კორტავას საქმეზე შესაძლოა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს

გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს სალქო პროკურორის მოადგილემ, გიორგი გვარაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე ძიება კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც იგეგმება.

"მათ შორის იქნებიან მსჯავრდებულებიც და არ არის გამორიცხული სასჯელაღსრულების თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც, შესაძლოა იყვნენ მაღალჩინოსნებიც", - აცხადებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გიორგი გვარაგიძე.

პროკურატურამ ლევან კორტავას საქმის გახსნის შესახებ განცხადება ორი დღის წინ გააკეთა. კორტავას საქმეზე რამდენიმე პირს, მათ შორის გეგუთის კოლონიის ოთხ თანამშრომელს ბრალი წარდგენილი აქვს.