მედვედევი ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ომის გაღვივებაში დადანაშაულებას

მედვედევი ივანიშვილის მიერ სააკაშვილის ომის გაღვივებაში დადანაშაულებას "ვაჟკაცურ სიტყვებს" უწოდებს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია, ვაჟკაცურს უწოდებს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა Russia Today–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, მაღალ შეფასებას აძლევს.

"საკმარისია გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ხომ სიმართლე თქვა: "ეს თქვენ, სააკაშვილო, მოახდინეთ ყველაფრის პროვოცირება და გააღვივეთ კონფლიქტი". ალბათ, მისთვის რთული იყო ამის თქმა, თუმცა ეს ვაჟკაცური სიტყვებია", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.