პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი მომავალ კვირას დაჩქარებული წესით მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებები ინტერფრაქციულ ჯგუფთან უკვე შეთანხმებულია და პარლამენტის მიერ მისაღებად მზადაა.

ამასთან, მისივე განმარტებით, მომავალ კვირას მოხდება ასევე პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვაც. იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომები 6-7 აგვისტოს გაიმართება.