„თეა თუთბერიძე გიჟია“-დიმიტრი შაშკინი

„თეა თუთბერიძე გიჟია“-დიმიტრი შაშკინი

სასჯელაღსრულებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თეა თუთბერიძეს ურჩევს ექიმს მიმართოს.

„არიან ფსიქიატრები, რომლებიც მას დაეხმარებიან“.-ასე შეაფასა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა თუთბერიძის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ თეათუთბერიძემ ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურთან ურთიერთობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინი ვანო მერაბიშვილის კადრია და შესაბამისად ისიც მოიაზრება რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. თეა თუთბერიძემ აღნიშნა ისიც, რომ ციხეებში წამება შაშკინის მინისტრობის დროს დაიწყო.